ახალი ამბები

თამარ ჟვანია: არასამთავრობოებს ვაწვდით ინფორმაციას ყველა მათთვის საინტერესო საკითხზე

14 მაისი, 2014 • • 1106
თამარ ჟვანია: არასამთავრობოებს ვაწვდით ინფორმაციას ყველა მათთვის საინტერესო საკითხზე

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრადიციულ შეხვედრებს აგრძელებს, ჩვენ შევხვდით სამოქალაქო ორგანიზაციებს მრგვალი მაგიდის ფორმატში. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, რომელიც არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება, მიმდინარე პროცესებზე როგორიც არის კანდიდატების რეგისტრაცია, ამომრჩეველთა სიები, მასთან დაკავშირებული გამოქვეყნების და გასაჯაროების პროცესები, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომები, რომლებიც ყველა ოლქში დღეს, ხვალ და ზეგ ტარდება. ის თემები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებს აინტერესებდათ, ყველა საკითხი იქნა, რა თქმა უნდა, ურთიერთკოორდინაციით განხილული”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა(IFES)  და USAID–ს მხარდაჭერით იმართება:

 

უკვე მესამე წელია, რაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES–ი USAID–ს მხარდაჭერით ახორციელებს მსგავს შეხვედრებს. შეხვედრები იმართება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს შორის. შეხვედრის მიზანია, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა და ცესკომ ისაუბრონ არა მხოლოდ საარჩევნო გარემოზე, არამედ იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება ამ პერიოდს”, – აცხადებს IFES საქართველოს პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი.



“ცენტრალური საარჩევნო კომისია გვაწვდის ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რეგისტრირებულ სუბიექტებთან დაკავშირებით და სიებთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლის ბარათების დარიგებაზე და ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ამ პერიოდში საარჩევნო პროცედურებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია და ჩვენ თვალყური გვინდა მივადევნოთ”, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური.


თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი