ახალი ამბები

თბილისში ფალსიფიცირებულ “ფეირის” ამზადებდნენ – საგამოძიებო სამსახური

5 ნოემბერი, 2018 • 1625
თბილისში ფალსიფიცირებულ “ფეირის” ამზადებდნენ – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 943 ბოთლი ჭურჭლის სარეცხი საშუალება “ფეირი” და დიდი ოდენობით შესაფუთი მასალა ამოიღო.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი კუსტარულად მოწყობილ საამქროში ამზადებდა “ფეირის” სამარკო ნიშნით იაფფასიან სარეცხ საშუალებას:

“უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით ახორციელებდა „ფეირის“ სამარკო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი საშუალების ჩამოსხმას და საქართველოს მასშტაბით როგორც ბრენდირებული სარეცხი საშუალების რეალიზაციას”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი