ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარგსიანი: საბაჟო კავშირის წევრობა არ გამორიცხავს ევროკავშირთან თანამშრომლობას

13 მაისი, 2014 •
სარგსიანი: საბაჟო კავშირის წევრობა არ გამორიცხავს ევროკავშირთან თანამშრომლობას

“სომხეთ–რუსეთის მეგობრობას საუკუნეების ისტორია აქვს. არავისთვის არ შეიძლება იყოს უცნაური სომხეთის სურვილი საბაჟო კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ვინაიდან რუსეთთან ეკონომიკური კავშირები დღეს ყველაზე მაღალ დონეზე გვაქვს. გარდა ამისა, სომხეთს რუსეთთან აქვს შეთანმება ქვეყნების უსაფრთხოების ერთიან სისტემაზე. აქედან გამომდინარე, საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ გარკვეულ სარგებელს ვიღებთ, მათ შორის სომხეთისთვის ჩნდება შესაძლებლობა, მოხდეს ენერგორესურების მისაღებ ფასად იმპორტირება სომხეთში, რაც მოგვცემს საშუალებას, საქონელი კონკურენტუნარიან ფასად ვაწარმოოთ. ამასთან, საბაჟო კავშირთან ერთად, სომხეთი არ წყვეტს ურთიერთობას ევროკავშირთან. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან თანამშრომლობას, რაც სომხეთს, პირველ რიგში, რეფორმების გაგრძელებაში დაეხმარება,”– განაცხადა სერჟ სარგსიანმა. 


სერჟ სარგსიანი
სერჟ სარგსიანი


სომხეთმა 2013 წლის სექტემებრში განაცხადა, რომ აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. სამოქმედო გეგმას კი სომხეთმა 2013 წლის 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.
 
ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსიაა გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი