დღეს, 3 ნოემბერს, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, მამაკაცს, რომელიც გომი-აგარას გადასარბენზე, ლიანდაგზე გადადიოდა, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები.