ახალი ამბები

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში

13 მაისი, 2014 • • 1700
ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში

მაჟორიტარობისთვის “ქართული ოცნებიდან” შემდეგი პირები იბრძოლებენ:


ავტოქარხანა – მურმან გუბელაძე, ავტომშენებელი – ბექა ყანჩელი, გამარჯვება – ნატო ქათამაძე, უქიმერიონი – ზაზა ლომინაძე, ქალაქ-მუზეუმი – თეიმურაზ ნადირაძე, საფიჩხია – ნიკოლოზ ლატარია, კახიანოური – ლელა ქელბაქიანი, ძელქვიანი – კახაბერ დვალიშვილი, ნიკეა – ირმა პეტრიაშვილი, ვაკისუბანი – ლაშა გვენეტაძე.

 

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ქუთაისში კოტე ლომიძე იმედს გამოთქვამს, რომ შოთა მურღულია მერის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს:

 

“ხალხამდე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია, რა პროგრამა გვაქვს, რითი მოვდივართ, როგორი კანდიდატები გვყავს, ჩვენი მერობის კანდიდატი რამდენად შრომისუნარიანია და რამდენად კარგი იქნება მისი არჩევა. შოთა მურღულიას მისამართით არა მგონია ვინმემ რამე ისეთი თქვას იმიტომ, რომ მისი ოჯახიდან და მისი მოდგმიდან გამომდინარე გაულანძღავი ხალხია და შოთაც ისეთი კაცია, რომელმაც თავისით მიაღწია რაღაც სიმაღლეებს და ამის შემდეგ ქალაქს დაუბრუნდა, რათა მისი რესურსი გამოყენებული იქნას ქალაქში. დიდი გამართლებაა, რომ ეს კაცი გამოჩნდა, როგორც პიროვნება, როგორც ფიგურა და ის იქნება ამ ქალაქის თავი. “

 

მისივე თქმით, დღე და ღამე არ ძინავს, რათა არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მოიგოს ქუთაისში:


“ეს ძალიან დიდი ძალაა, როდესაც ამდენი კარგი, წარმატებული ადამიანი შემოდის საკრებულოში. ჩვენ საკმაოდ წარმატებული ხალხი გვყავს სიაში, რომლებსაც სურთ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ქალაქს მოახმარონ. მე დღე და ღამე არ მძინავს იმისათვის, რომ ამ ადამიანმებმა დაიკავონ საკრებულოში ადგილი და ქალაქის მერი გახდეს მურღულია, რათა ამ ქალაქისთვის რეალურად გაკეთდეს საქმე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი