ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში

13 მაისი, 2014 • • 1314
ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში

მაჟორიტარობისთვის “ნაციონალური მოძრაობიდან” შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:


ქალაქ-მუზეუმი – ნატო ბაბუხადია, საფიჩხია – ბესიკ ბრეგაძე, ვაკისუბანი – დავით გოგისვანიძე, ავტოქარხანა – კახაბერ ხვარეშია, ავტომშენებელი – ვალერი კლდიაშვილი,  ძელქვიანი – გოჩა ჩხიკვაძე, ნიკეა -კახა გაბუნია, კახიანოური -კახაბერ ქორიძე, განარჯვება – ანდრო მაღლაკელიძე, უქიმერიონი – ამირან ძოწენიძე.

 

“ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობისგან არ არის ისე მხარდაჭერილი პარტია, როგორც წლების წინ, თუმცა ამ არჩევნების შედეგად კიდევ დადასტურდება, რომ მზარდი პარტია ვართ, ჩვენ გვექნება მეტი მხარდაჭერა, ვიდრე წინა არჩევნებში. თუ რა იქნება ეს მეტი მხარდაჭერა, ამის პროგნოზირება არ არის სერიოზული. იქნება ოლქები, სადაც გამარჯვების მეტი შანსი გვაქვს, მაჟორიტარების კუთხით, არის ოლქები, სადაც ეს შანსები შედარებით მოკრძალებულია,” – ამბობს გია თევდორაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი.

 

რაც შეეხება მერის არჩევას, მისი თქმით, თუ რამდენიმე ძლიერი კანდიდატურა იქნება, ქუთაისი მეორე ტურს მიიღებს:

 

“რა მოხდება მეორე ტურში, ამას ვნახავთ. რა მდგომარეობაშიც არის ქუთაისი და საქართველო, ამ ფონზე ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი არის “ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ, რომ ჩვენს გვაქვს კომპეტენციის და საქმის კეთების უპრეცედენტო გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ცაიტნოტური მდგომარეობა, რომელშიც ქუთაისი და საქართველოა, მხოლოდ ჩვენს გუნდს შეუძლია ქალაქის და ქვეყნის გამოყვანა დაიწყოს და რეალური ქმედითი ნაბიჯები გადადგას.”

ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი