ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

2 ნოემბერი, 2018 •
საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ელჩები დანიშნა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში,  უნგრეთში,  ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
ნახეთ სია, რომელი ელჩი სად დაინიშნა და როდიდან დაიწყებს მუშაობას:
  • თამუნა ლილუაშვილი, ბულგარეთის რესპუბლიკა, 2018 წლის 20 ნოემბერი;
  • გიორგი შარვაშიძე, ნიდერლანდების სამეფო, 2018 წლის 1 დეკემბერი;
  • ვახტანგ ჯაოშვილი, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენელი, 2018 წლის 5 ნოემბერი;
  • ზაალ გოგსაძე, უნგრეთი, 2018 წლის 1 ნოემბერი;
  • მარიამ რაქვიაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკა, 2018 წლის 5 ნოემბერი;
  • კონსტანტინე სურგულაძე, ელჩი იტალიაში და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, 2018 წლის 1 დეკემბერი;
  • ირაკლი კოპლატაძე, სლოვენიის რესპუბლიკა, 2018 წლის 15 ნოემბერი;
  • არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, 2018 წლის 5 ნოემბერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი