ახალი ამბები

სუპერმარკეტების ქსელმა “ფრესკომ” გაზეთ “ალიას” ცილისწამებისათვის უჩივლა და სასამართლო პროცესი მოუგო

19 მაისი, 2014 •
სუპერმარკეტების ქსელმა “ფრესკომ”  გაზეთ “ალიას” ცილისწამებისათვის უჩივლა  და  სასამართლო პროცესი მოუგო

 Ⴑუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“აცხადებს, რომ ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მომხმარებელს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასებს, კომფორტულ გარემოს და 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

 

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ იძლევა პირობას, რომ ამ წლის ბოლომდე გახსნის კიდევ სამ ახალ სუპერმარკეტს  საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის კვეთა), ჩუღურეთში (ჩიქობავას ქუჩ #22), ნაძლადევში (გურამიშვილის გამზირი #61), რომლებიც უკვე მშენებლობის პროცესშია.

 

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ ვაჩერებთ განვითარებას და 2015 წლის განმავლობაში კომპანია ქსელს კიდევ უფრო გაფართოებს, რაც დამატებით 4 ახალი სუპერმარკეტის გახსნას გულისხმობს და 2015წლის ბოლოს „ფრესკო“ ბაზარზე უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი.

 

ეს არის საფუძველი ჩვენი განაცხადისა, ვიყოთ #1 კომპანია საქართველოს  ბაზარზე.

ფრესკო
ფრესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი