ახალი ამბები

ოცნება: წყალტუბოში მომხდარი ინციდენტის გამო რამდენიმე წევრი ჩვენს რიგებს დატოვებს

12 მაისი, 2014 • • 1247
ოცნება: წყალტუბოში მომხდარი ინციდენტის გამო რამდენიმე წევრი ჩვენს რიგებს დატოვებს

წყალტუბოში, “ქართული ოცნების” შტაბში შეჭრილი მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ თავს “ქართული ოცნების” წევრებად მოიხსენიებდნენ, მოითხოვდნენ, რომ მათთვის მიეცათ იმ ადამიანების სია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენბეში ქართული ოცნების სახელით მონაწილეობას აპირებენ.

 

მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც შტაბში შეიჭრნენ, “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ ისინი მოითხოვენ ამ სიიდან ამოიღონ ის პირები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ. დაპირისპირებამდე მათ აქცია გამართეს და ხელისულებას დახმარების თხოვნით მიმართეს ამ საკითხის გადაწყვეტაში. 

 

„ქართული ოცნებამ” კი წყალტუბოში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა. გაერთიანების განცხადებით, წყალტუბოში მხოლოდ ერთი შტაბი აქვთ.

 

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

” ნებისმიერი სხვა ჯგუფი, რომელიც საუბრობს წყალტუბოს შტაბის სახელით, არის არაკეთილისმოსურნე ძალების მხრიდან მართული და ცდილობს ხელოვნური პრობლემები შეუქმნას ჩვენი რაიონული ორგანიზაციის წინასაარჩევნო კამპანიას”, აცხადებს კოალიცია. 

 

კოალციის თქმით, ოფისში შეჭრილ ადამიანებს თან ახლდა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რამდენიმე წევრიც, რომლებიც უმკაცრესად დაისჯებიან და პარტიის რიგებს დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი