ნეტგაზეთი | “აფხაზეთის სტატუსი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია” “აფხაზეთის სტატუსი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია” – Netgazeti
RU | GE  

“აფხაზეთის სტატუსი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია”

აფხაზეთის საგარეო უწყება პოლიტოლოგის, “აფხაზ-აბაზი ხალხების საერთაშორისო კონგრესის” პრეზიდენტის, ტარას შამბას მოსაზრებას აფხაზეთის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

“აფხაზეთის სტატუსი, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, ერთხელ და სამუდამოდ არის გადაწყვეტილი. ამისთვის აფხაზეთის ათასობით პატრიოტმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო. აფხაზეთი თავის სახელმწიფობრიობას აძლიერებს და არჩეული გზიდან გადახვევას არ აპირებს. ამ საკითხზე არავის არ უნდა გაუჩნდეს ეჭვი. ამ მხრივ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის პრინციპულ პოზიციას მთლიანად ემთხვევა,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. 


ინტერნეტგამოცემა “ვესტნიკ-კავკაზასთან” “აფხაზ-აბაზი ხალხების საერთაშორისო კონგრესის” პრეზიდენტმა, ტარას შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის სტატუსი გაურკვეველი რჩება და  “დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის აუცილებელია რუსეთთან ასოცირებული შეთანხმებები.” 

 

აფხაზეთი; ფოტო: visit.abkhazia.su
აფხაზეთი; ფოტო: visit.abkhazia.su

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია