ახალი ამბები

წულუკიანმა პენიტენციური სამსახურის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

31 ოქტომბერი, 2018 • 2319
წულუკიანმა პენიტენციური სამსახურის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, რომელიც ამავდროულად მისი მოადგილეა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, მიხანაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მის მოვალეობას დროებით, წლის ბოლომდე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე შეასრულებს.

იუსტიციის სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა მიხანაშვილის გათავისუფლება ციხეში გაკეთებული იმ ჩანაწერების გავრცელებას, რომელშიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი