ახალი ამბები

ქართულ ეკლესიას თავისი ისტორია უნდა ახსოვდეს – ფილარეტი

31 ოქტომბერი, 2018 •
ქართულ ეკლესიას თავისი ისტორია უნდა ახსოვდეს – ფილარეტი

კიევის საპატრიარქოს მეთაური ფილარეტი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ავტოკეფალიას ქართული ეკლესია მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან “Эхо Кавказа-ს” უთხრა. როგორც პატრიარქი ფილარეტი განმარტავს, ქართულ ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია.

“ჩვენ გვინდა შევახსენოთ საქართველოს, რომ იყო დრო, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ავტოკეფალია გაანადგურა და თბილისში რუსი ეგზარქოსი დანიშნა. ქართულ ეკლესიას თავისი ისტორია უნდა ახსოვდეს. სწორედ ასეთი ისტორიით ცხოვრობს დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

რა გვინდა ჩვენ ქართული ეკლესიისგან? ჩვენ გვინდა, რომ როდესაც უკრაინული ეკლესია ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს, ქართული ეკლესია უკრაინულ ეკლესიასთან ლოცვით კავშირში შევიდეს. ჩვენ ამის იმედი იმიტომ გვაქვს, რომ ქართველი ერი მხარს უჭერს უკრაინულ ერს ისევე, როგორც უკრაინული ერი გვერდში უდგას ქართულს. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართული ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს,” – ამბობს ფილარეტი.


უკრაინაში ამჟამად სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებს:

      • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
      • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
      • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

    ფილარეტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 1997 წელს გადასცა ანათემაზე. თუმცა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა  ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა. კიევის საპატრიარქოს მეთაურს ანათემა მოეხსნა.

ამავე თემაზე

უკრაინის ავტოკეფალია – ტესტი ქართული ეკლესიისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი