ახალი ამბები

ნარმანია “პანორამა თბილისზე”: ნებისმიერი მერი ინატრებდა ნახევარმილიარდიან ინვესტიციას

10 მაისი, 2014 • • 1647
ნარმანია “პანორამა თბილისზე”: ნებისმიერი მერი ინატრებდა ნახევარმილიარდიან ინვესტიციას

“პანორამა თბილისი არ არის ჩემი პროექტი, ეს არის საინვესტიციო პროექტი, რომელსაც გვთავაზობს ინვესტორი და საინვესტიციო ჯგუფი. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ნახევარმილიარდ დოლარიანი ინვესტიცია შემოვა დედაქალაქში და დასაქმდებიან ადამიანები როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე, ამ პროექტის ექსპლუატაციის პერიოდში, ბიუჯეტში გადახდილი იქნება შესაბამისი გადასახადები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, პროექტის ვიზუალურ მხარეზე და ქალაქთან შესაბამისობაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ:

“რაც შეეხება მის ვიზუალთან და ქალაქის შესაბამისობასთან დაკავშირებულ მხარეს, ეს ის საკითხებია, რომელთან დაკავშირებითაც დედაქალაქის მერიაში კვალიფიციური სპეციალისტები უნდა დასხდნენ, ეს იქნებიან ურბანისტები, ესენი იქნებიან რეკრეაციის სპეციალისტები, ესენი იქნებიან კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები და კონსენსუსის საფუძველზე, შესაბამისად, დასრულებული და წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ნარმანიამ.

 

 

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

მასალების გადაბეჭდვის წესი