ახალი ამბები

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

9 მაისი, 2014 • • 2600
26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

სამინისტროების, თბილისის მერიის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა დღეს 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებული კონცეფციის სამუშაო ვერსია და ტექნიკური საკითხები განიხილა.


 

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო ზეიმი იქნება და აღლუმი არ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონები”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.


 

სამუშაო ჯგუფმა საზეიმო ღონისძიებების გეგმა დასამტკიცებლად 26 მაისის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიას წარუდგინა. კომისიის პირველი სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ 15 მაისს გაიმართება.


26 მაისის აღსანიშნავად აღლუმი არც 2014 წელს გამართულა, მთავრობის წევრებმა შარშან განაცხადეს, რომ სამხედრო აღლუმი საბჭოთა გადმონაშთია და თუ აღლუმი არ ჩატარდება, ეს ქვეყნის იმიჯზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

26 მაისი, 2013
26 მაისი, 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი