ახალი ამბები

რას ჰპირდება ენმ ხალხს – ფოტორეპორტაჟი სპორტის სასახლიდან

8 მაისი, 2014 • • 2577
რას ჰპირდება ენმ ხალხს – ფოტორეპორტაჟი სპორტის სასახლიდან

გიგი უგულავას განცხადებით, “ქვეყანაში მძიმე ვითარების, კერძოდ, უმუშევრობისა და კრიმინალის ზრდის და მთავრობის მხრიდან საარჩევნო დაპირებების არშესრულების ფონზე ენმ საზოგადოებას სთავაზობს კონკრეტულ გეგმას, როგორც მთელი ქვეყნის, ისე ცალკეული ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით”. ეს გეგმა მოიცავს:

1. საწვავზე და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმებას, რაც ენმ-ის მტკიცებით, 25 თეთრით გააიაფებს საწვავს, ხოლო გაზს – 8 თეთრით. 

2. გადასახადების შემცირებას, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტით შემცირებას, რაც ენმ-ის გეგმით ბიზნესის გაფართოებისა და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს. 

3. ბიზნესთან დაკავშირებული გადაცდომებისა და დარღვევების დეკრიმინალიზებას, რაც ენმ-ის მტკიცებით, ბიზნესსექტორში ნდობას გააჩენს და ბიზნესის ზრდის სტიმულს შეუქმნის.

4. შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას.

5. ყველასთვის ხელმისასწვდომი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას, რაც პარტიის განმარტებით, ახალი, კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას და შეღავათების ფართო სისტემის ფორმირებას გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დაპირება უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის თემატიკას სცდება. ნეტგაზეთის შეკითხვას, თუ ნაცმოძრაობამ იცოდა, როგორ შეიძლებოდა ქვეყანაში საწვავის ფასის გაიაფება, რატომ არ გააკეთა ეს მაშინ, როდესაც თვითონ იყო ხელისუფლებაში, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ასე უპასუხა:

“საწვავის ფასი შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აქციზის გადასახადზე ვიტყვით უარს. ამ ეტაპზე ჩვენმა ეკონომიკურმა ექსპერტებმა ასე შეაფასეს ვითარება, რომ აქციზის გადასახადის შემცირება რეალურია, რადგან მთავრობა არაეფექტურად ხარჯავს თანხას და ჯობია ეს თანხა ბიზნესში დარჩეს იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. ბიუჯეტის ხარჯზე გარკვეული სიკეთეების შექმნის პერსპექტივა შეფერხებულია და ჯობია შესაძლებლობა მიეცეს კერძო სექტორს. წინა წლებში უფრო მეტად იყო საჭირო ბიუჯეტიდან თანხების ხიდებზე, გზებზე, ინფრასტრუქტურაზე ხარჯვა. ახლაც არის ეს საჭირო, მაგრამ მეგაპროექტების ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთების მაგივრად ჯობია, რომ ბიუჯეტმა გადასახადი დათმოს და ასე შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები”.

ნიკა მელია
ნიკა მელია

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი
ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი

ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი
ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი

ზურა ჯაფარიძე და თიკა ბოკუჩავა
ზურა ჯაფარიძე და თიკა ბოკუჩავა

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი
ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი

ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე

ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი
ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო შეკრება 2014 წელი

ნიკა მელია
ნიკა მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი