ახალი ამბები

ანონსი: 9 მაისი

8 მაისი, 2014 • • 1386
ანონსი: 9 მაისი

09:30 “ჯორჯიან თაიმსის” პრესკლუბის სტუმრები იქნებიან თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა და მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი ნინო ბორჩხაძე. “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წამომადგენლები ჩვენს პრესკლუბში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.

მისამართი: ქიქოძის ქუჩა 12. საკონტაქტო პირები: ბაკურ სვანიძე (577 76 20 01) ნათია ბაქრაძე (555 42 85 62)

 

11:00„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი  ჯონდი ბაღათურია გამართავს. თემა: NDI-ის კვლევები

 

11:00″პირველ პრესკლუბში” კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინა მიზანდარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საყდრის- ყაჩაღიანში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30″პირველ პრესკლუბში” “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ის კვლევები.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” კონსტანტინე გამსახურდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ევრაზიული მედია ფორუმი ასტანაში, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა.

 

12:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „სოციალ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვახტანგ ჟორდანია, არასაპარლამენტო ოპოზიციაში „კუკავა-მემარჯვენეები“, გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

12:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ქალთა ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

 

12:30 “პირველ პრესკლუბში” “გენერალთა კლუბის” თანადამფუძნებელი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართვას. თემა: მუხროვანის ამბოხის საქმის გახსნა.

 

13:00″პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ის კვლევა.

 

13:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

14:00 ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე პრობაციონერებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი # 1, „ევროპის სახლი“

 

17:00 ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის განვითარების ფონდი გამართავს გამოფენას “ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისთვის”. გამოფენაზე წარმოდგენილი წარმოდგენილი ექსპონატები  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივ აქტივობას ასახავს.  მისამართი: მანველიშვილის ქ. #19, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.


მასალების გადაბეჭდვის წესი