ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში ნაცმოძრაობის სიის პირველი ნომერი გიგი უგულავა იქნება

8 მაისი, 2014 • • 1116
თბილისის საკრებულოში ნაცმოძრაობის სიის პირველი ნომერი გიგი უგულავა იქნება

დღეს, სპორტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა გაიმართა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ქუთაისის მერობისთვის დეპუტატი გიორგი თევდორაძე იბრძოლებს; ბათუმში – გიორგი დიასამიძე; ზუგდიდში – თემურ ბასილაია; გორში – არჩილ საბიაშვილი; ამბროლაურში – ოთარ სირაძე; რუსთავში – მამუკა ჩიქოვანი; თელავში – ალექსი ძულიაშვილი; ახალციხეში – გელა დემეტრაძე; ოზურგეთში – ლევან გოგუაძე.






მასალების გადაბეჭდვის წესი