ახალი ამბები

ანონსი: 8 მაისი

7 მაისი, 2014 • • 1219
ანონსი: 8 მაისი

10:00 ევროპული კვირეულის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინიტრი შალვა ფიფია  აგრარული  და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება სურსათის ეროვნული სააგენტოს დარბაზში.

მარშალ გელოვანის 6ა 


10:30 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი, ხოლო 11 საათზე ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი – იორგ პონტი და გიორგი ბალიაშვილი წარმოადგენენ საქართველოს ციხეების ჯანდაცვის რეფორმისსტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შუალედური შეფასების ანგარიშს.


13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეების ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს


14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. 


 

14:00  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. თემა: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისთვის“.

 

16:00 „ჯორჯიან თაიმსის“ პრესკლუბი. სტუმარი – ცოტნე გამსახურდია. თემა – „ახალი გარემოებები საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით“მისამართი – ქიქოძის ქუჩა 12.

მასალების გადაბეჭდვის წესი