ახალი ამბები

პრეზიდენტმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი მოაწერა

7 მაისი, 2014 • • 1069
პრეზიდენტმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი მოაწერა

ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად, ნორმატიული აქტი ძალაში გამოქვეყნების დღეს, 24:00 საათზე შედის.

 

შეგახსენებთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ქადაგებისას გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. 

 

“მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა, არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს”, – განაცხადა პატრიარქმა.

 

საზოგადოების გარკვეული ჯგუფი პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას სთხოვდა. ამ მოთხოვნით გუშინ, 6 მაისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “გვარის წინამძღოლთა კავშირის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

აღნიშნული კანონით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. საპატრიარქო წინააღმდეგი იყო აღნიშნულ ჩამონათვალში დაფიქსირებულიყო სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.

 

მიუხედავად სასულიერო პირების წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას პარლამენტში 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის გამო საბოლოო შედეგად დაფიქსირდა – 114 მომხრე 1-ის წინააღმდეგ.

 

გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
გიორგი მარგველაშვილი/ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი