ახალი ამბები

მარგველაშვილი: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი

28 ოქტომბერი, 2018 • 1063
მარგველაშვილი: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მისცა ხმა.

“მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება, რომ იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს საუკუნეების, მაგრამ აგრეთვე- საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში” , – უთხრა საარჩევნო უბანზე მისულმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ბოლოჯერ იმართება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევთ. საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და 20 საათამდე ღია იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი