ნეტგაზეთი | OSCE მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მონიტორინგს განახორციელებს OSCE მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მონიტორინგს განახორციელებს – Netgazeti
RU | GE  

OSCE მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მონიტორინგს განახორციელებს

ხვალ, 6 მაისს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დანაყოფების გამყოფ ხაზზე ეუთოს მანდატით მონიტორინგი იგეგმება. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს. 

როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარეს მონიტორინგს განახორციელებენ ეუთოს [OSCE] თავმჯდომარის საველე დამხმარე პირები. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

 ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


მთიანი ყარაბაღი, ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი
მთიანი ყარაბაღი, ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი