შოთა მურღულიას თქმით, მას ჰქონდა უფლება მერის მოვალეობის შემსრულებელი ყოფილიყო, თუმცა არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გამოსარიცხად, შევებულებაში გასვლის გადაწყვეტილება მიიღო:
“კანონი მაძლევდა უფლებას, ვყოფილიყავი მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ მე დღეს მივმართე საკრებულოს თავმჯდომარეს შვებულების გამოყენების თობაზე.”
როგორც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კირკიტაძე ამბობს, მერის მოვალეობას ვიცემერი ნოდარ მიქიაშვილი შეასრულებს.
