ახალი ამბები

პოლიციამ პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერთა კარვები აშალა

27 ოქტომბერი, 2018 • 1785
პოლიციამ პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერთა კარვები აშალა

27 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, პოლიციამ პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შეკრებილი დემონსტრანტების მიერ გაშლილი კარვები აშალა.

ინფორმაცია და კადრები გაავრცელა ფეისბუკ გვერდმა “მამები სიმართლისათვის”, რომელიც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერადაა შექმნილი.

კარვები გუშინ საღამოს გაშალეს სარალიძის მხარდამჭერებმა.

თავად სარალიძე პოლიციამ დააკავა 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც თვითონაც კიდევ ერთხელ სცადა, კარავი გაეშალა. იგი, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, უკვე თვეებია, შვილის მკვლელობის სრულყოფილ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას უშედეგოდ ითხოვს.

ძალადობის ესკალაცია შსს-ს მიერ კონსტიტუციის დარღვევამ გამოიწვია – NGO-ები სარალიძეზე

ნახეთ გუშინდელი აქციიდან კადრები:

სარალიძის მხარდამჭერებს პოლიციამ კარავი წაართვა[LIVE]

ვიდეო ▶ პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი