ახალი ამბებიხელოვნება

საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის 2018 წლისგამარჯვებულები [სია]

27 ოქტომბერი, 2018 • 3494
საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის 2018 წლისგამარჯვებულები  [სია]

26 ოქტომბერს,  მწერალთა სახლში,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის  2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები  არიან:

საუკეთესო პოეტური წიგნი:

ნათია ჯანაშია „ენოტის რემონტი“ , პალიტრა L

საუკეთესო პროზაული წიგნი

ა)     ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი

თამრი ფხაკაძე „კიკის თავგადასავალი“ , პალიტრა L

ბ)     პატარებისთვის, 7 – 12 წელი

დიანა ანფიმიადი „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“, „არტანუჯი“

გ)     ყმაწვილებისთვის, 13 +

ნატო დავითაშვილი „მთვარის შვილობილები“, ქარჩხაძის გამომცემლობა

 

 საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

ა)     ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი

ანა ჯანელიძე „ჰიპა ირჩევს პროფესიას“, ზოლიანი კატა

ბ)     პატარებისთვის, 7 – 12 წელი;

ლელა ცუცქრიძე „მხიარული ოჯახი და სხვები“ საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

 საუკეთესო საბავშვო დრამატურგია:

ალექს ჩიღვინაძე „თქვენთანაც აბრახუნებენ?“

 

6)   საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი

თამარ კვიჟინაძე ერნე სვინგენის „ბალადა გატეხილ ცხვირზე“

 

 საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი

ირმა მალაციძე „საბავშვო ლიტერატურა“

საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა გურამ პეტრიაშვილს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია 2017 წელს დაარსდა და ორგანიზატორების თქმით, მისი მიზანია საბავშვო და საყმაწვილო მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლების წახალისება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2017 წელს საქართველოში გამოცემულ წიგნებს, პიესებს და ინოვაციურ საბავშვოპროექტებს.

წელს პრემია მეორედ გაიცემა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ნატო ინგოროყვა, ზაზა აბზიანიძე, თეა თოფურია, მარიამ წიკლაური და გიორგიკაკაბაძე .

მასალების გადაბეჭდვის წესი