ახალი ამბები

კაფე Ambavi სარალიძის მხარდამჭერი აქციის წევრებს უფასო ჩაის სთავაზობს

26 ოქტომბერი, 2018 • 1630
კაფე Ambavi სარალიძის მხარდამჭერი აქციის წევრებს უფასო ჩაის სთავაზობს

კაფე “Ambavi • ამბავი” ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის წევრებს უფასო ჩაის სთავაზობს. როგორც ბარის ადმინისტრაცია განმარტავს, დღეს ბარში ჰელოუინისთვის მიძღვნილი წვეულება უნდა გამართულიყო, თუმცა, მათი თქმით, “მასკარადის დრო არ არის”.

“ბარი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. შევხვდებით აქციაზე და აქციის შემდეგ უფასო ჩაით გიმასპინძლებთ. იმოქმედე დღეს #სიმართლისთვის #შვილებისთვის,” – წერს ბარის ადმინისტრაცია.

სარალიძის მხარდამჭერი აქცია დღეს, 19:00 საათზე იგეგმება.

“იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს! ზაზა სარალიძეს 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე. ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე! ნუ იქნება სულერთი! მოდი დღეს, 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან და დაუჭირე მხარი მამას, რომელიც სისტემის უსამართლობის და არაადამიანურობის მსხვერპლი გახდა”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი