სახმცე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის მერობის კანდიდატი გელა დემეტრაძეა. სიის პირველი ნომერი – ზურა სადათიერაშვილი. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი- გოჩა გვარამაძე, ხოლო სიის პირველი ნომერი – კახაბერ მოდებაძე.
ასპინძის მუნიციპალიტეტში გამგებელი ბესიკ ბექაურია, ხოლო სიის პირველი ნომერი – გიორგი გიორგაძე. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლად “ნაციონალურმა მოძრაობამ” სიმონ პარუნაშვილი დაასახელა. სიის პირველი ნომერი გივი ენდელაძე იქნება.
ნაციონალური მოძრაობის სახელით ბორჯომში სიის პირველი ნომერი ვეფხია გრიგალაშვილია, ხოლო ახალქალაქში – ჰარუთიუნ ალექსიანი.

შეხვედრა, რომელზეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაასახელეს, მესხეთის სახელმწფო დრამატულ თეატრში გუშინ შედგა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა დაასახელა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარამიძე და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელი კამპანია სლოგანით „ერთად ავამუშაოთ საქართველო” 8 მაისს, 18:00 საათზე სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება.





