ახალი ამბები

ზაზა სარალიძე პოლიციაში შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

26 ოქტომბერი, 2018 • 1564
ზაზა სარალიძე პოლიციაში შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე შსს-ს შენობიდან, სადაც დაკავების შემდეგ მიიყვანეს, კლნიკაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სარალიძე შეუძლოდ გახდა.

“მე როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე მძიმე მდგომარეობაში იყო. მას აქვს ემოციური ფონი და გარდა ამისა იგი მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მომატება და მაღალი წნევა. შესაბამისად, მოვითხოვეთ სასწრაფოს გამოძახება”, – ამბობს ლონდარიძე.

კლინიკაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა, რადგან სარალიძე იქ ცოტა ხნის წინ შეიყვნაეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი