ახალი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა

3 მაისი, 2014 • • 1236
პაატა ზაქარეიშვილი გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა

პაატა ზაქარეიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები მერეთში, ზარდიანთკარსა და ნიქოზში გამართა.


შეხვედრებზე მოსახლეობამ მინისტრს არსებული პრობლემები გააცნო. კერძოდ, ადგილობრივებმა სახელმწიფო მინისტრს სთხოვეს მხარდაჭერა სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრაში.


სოფელ ზარდიანთკარის მოსახლეობის ნაწილმა ომის დროს დაზარალებული სახლების შეკეთებაში დახმარება ითხოვა. სახელმწიფო მინისტრმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ატარებს.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„ჩვენ მოვახერხეთ, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას ზამთრის სეზონისთვის ფინანსური დახმარება გადავეცით და მათ ეს ზამთარი მეტნაკლებად მსუბუქად გადაიტანეს. ამასთან, დასრულდა გაზიფიკაციის საპროექტო სამუშაოები და ახლო მომავალში დაიწყება მუშაობა ამ პროექტის განსახორციელებლად. სახელმწიფომ, ასევე, 300–ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა. სარწყავი წყლის პრობლემა ჯერ ბოლომდე მოგვარებული არ არის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოსთვის ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ჩვენი მთავარი მიზანია, დავამაგროთ მოსახლეობა ადგილზე და შეძლებისდაგვარად ღირსეული პირობები შევუქმნათ აქ ცხოვრებისთვის”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


მინისტრმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს შესაძლო პროვოკაციებსა და საფრთხეზეც ისაუბრა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი