ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დასკვნა ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება

2 მაისი, 2014 • • 1566
სახალხო დამცველი: ლაფანყურის სპეცოპერაციაზე დასკვნა ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, უჩა ნანუაშვილი დღეს პანკისის ხეობაში მაცხოვრებლებს შეხვდა, მათ შორის მოინახულა 2012 წელს აგვისტოში, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, გამოძიება ძალიან გაჭიანურდა და აუცილებელია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა ზუსტად იცოდნენ, რა ვითარებაში მოხდა მათი ახლობლების დაღუპვა.

 

ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ომბუდსმენმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალები პანკისის მუსლიმთა სამლოცველოში ადგილობრივ უხუცესებთან შეხვედრისასაც განიხილა.

 

შეგახსენებთ, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველთან არსებული ლაფანყურის საქმეზე მომუშავე კომისიის დასკვნის ნაწილი შესაძლოა არ გასაჯაროვდეს.

 

ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია. ლაფანყური
ხიდი ლაფანყურში, რომლის იქით მთაში, გადაადგილება შეზღუდულია. ლაფანყური

მასალების გადაბეჭდვის წესი