ახალი ამბები

“რუსთავი 2”: 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული სუხო დუდაევია

24 ნოემბერი, 2017 • 2811
“რუსთავი 2”: 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული სუხო დუდაევია

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გაბრიელ ბერის გამზირზე მომხდარი სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული ს. დ. ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული სუხო დუდაევია.

ტელეკომპანიის  ცნობით, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. თავისი ვინაობის გამხელა არც ბრალდებულს სურს.

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28–29 აგვისტოში ჩატარდა, რომლის შედეგად მაშინ შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ მოკლეს დივერსანეტების ჯგუფის 11 წევრი, რომელთა ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სუხო დუდაევი იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომელთა წინააღმდეგ ჩატარდა ლაფანყურის სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც სამართალდამცველებიც დაიღუპნენ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 21 ნოემბერს სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს ს. დ. რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებაში აღნუშნულია, რომ ს. დ-ს დაკავების შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია თბილისში, როდესაც სამმა ტერორირსტად ბრალდებულმა პირმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე და ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცავებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი