თავდაპირველად ტაბლოზე დაფიქსირდა, რომ კანონებს 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აღმოჩნდა, თუმცა ჯაჭვლიანმა კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა ეს და რეალურად მან მხარი დაუჭირა კანონპროექტს. 

 

ჯაჭვლიანის გარდა, კენჭისყრის შემდეგ, უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც – ნუკრი ქანთარიამ და ივანე კიღურაძემ განაცხადეს, რომ მათ ხმა მისცეს კანონს, მაგრამ ტექნიკურად ეს არ დაფიქისრდა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატისგან მოითხოვა, მიეწოდებინათ კენჭისყრის შედეგები, რის შემდეგაც გაირკვევა, რომ 11-მა დეპუტატმა რეალურად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, თუმცა სისტემამ დააფიქსირა, რომ ისინი არ ესწრებოდნენ სხდომას.

 

 “11 კოლეგა, რომელიც დარბაზში იყო და ესწრებოდა და სისტემა ამბობს, რომ არ მიუცია ხმა, ამბობენ, რომ მათ დადებითი ხმა აქვთ მიცემული ამ კანონპროექტისთვის, ესენი არიან: ივანე კიღურაძე, მურმან დუმბაძე, ნუკრი ქანთარია, ელისო ჩაფიძე, თეიმურაზ ჩხაიძე, დარეჯან ჩხეტიანი, დიმიტრი ხუნდაძე, იოსებ ჯაჭვლიანი, გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

შესაბამისად, საბოლოო მონაცემით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას პარლამენტში 115 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, საბოლოო შედეგად მაინც დაფიქსირდება – 114 მომხრე, 1-ის წინააღმდეგ.

 

კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას.

 

კანონპროქტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორინეტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

 

კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია.

“კანონპროექტი დისკრიმინაციას კრძალავს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში”, – ნათქვამია “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კანონპროექტში.

პარლამენტი
პარლამენტი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *