ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დეპუტატები ორგანიზაცია Transparency International-ს უპირისპირდებიან

2 მაისი, 2014 • • 1255
აზერბაიჯანში დეპუტატები ორგანიზაცია Transparency International-ს უპირისპირდებიან

ინფორმაციას გამოცემა ბაკუპოსტი ავრცელებს.


დეპუტატებმა უპასუხეს ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას, რომელიც ქვეყანაში კორუფციულ გარიგებებს ეხება. მათ განაცხადეს, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. 


“დოკუმენტმა, რომელსაც გავეცანი, აღმაშფოთა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ამ ორგანიზაციამ ობიექტური გამოძიებები აწარმოოს, ის ამზადებს ანგარიშს “ყვითელ პრესის” ინფორმაციაზე დაყრდობით,”- განაცხდა მილი მეჯლისის სპიკერმა, ოკტაი ასადოვმა. 

 

მისივე განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ასახულ შედეგებში ბრალი რამდენიმე დეპუტატს მიუძღვის, რომლებიც, სპიკერის თქმით, მედიასთან საუბარში არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. სპიკერმა დეპუტატებს მედიასთან საუბრის დროს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.


სამართლის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ალი ჰუსეინლი პარლამენტარებს მოუწოდებს, ორგანიზაცია Transparency Internationa-ის მიერ გამართულ ნებისმიერ ღონისძიებას იგნორირება გაუკეთონ. ჰუსეინლის თქმითვე, სწორედ აზერბაიჯანში არსებული Transparency International-ის წარმომადგენლები არიან მჭიდროდ დაკავშირებული კორუფციულ სქემებთან.


“კიდევ ბედავენ და ჩვენს ქვეყანას ცილს სწამებენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.”

 

აქვე მან უფლებადამცველი ლეილა იუნუსი ახსენა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმიანობისთვის ასობით ათასი აშშ დოლარის აღებაში დაადანაშაულა.


Transparency International - Azerbaijan
Transparency International – Azerbaijan

მასალების გადაბეჭდვის წესი