ახალი ამბები

კობახიძე: ამ კამპანიას შეგვიძლია ვუწოდოთ სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ

25 ოქტომბერი, 2018 • 1375
კობახიძე: ამ კამპანიას შეგვიძლია ვუწოდოთ სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სპორტის სასახლეში დღეს ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. ღონისძიებაზე კანდიდატის მხარდამჭერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიმართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებს “შეიძლება ვუწოდოთ სუსტი კაცები ძლიერი ქალის ჭინააღმდეგ”. კობახიძემ ზურაბიშვილის ოპონენტები გააკრიტიკა, ისინი აგრესიული და სიცრუის შემცველი კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა:

“ამ საპრეზიდენტო კამპანიას შეგვიძლია პირობითად ვუწოდოთ სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაქართული.

ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს სხვისი ღირსების პატივისცემას, სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიცაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა ოპონენტების მორალური სისუსტისათვის” ,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი