ახალი ამბები

გვარამია: რუსთავი2-ის ვებსაიტზე კიბერშეტევაა

24 ოქტომბერი, 2018 • 1518
გვარამია: რუსთავი2-ის ვებსაიტზე კიბერშეტევაა

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ არხის ვებსაიტზე კიბერშეტევაა.

“დაკარგული გვაქვს მართვის და ადმინისტრირების შესაძლებლობა და სრულიად ვერ ვაკონტროლებთ საიტს”, დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე.

ამჟამად არხის ვებსაიტზე წვდომა შეზღუდულია — rustavi2.ge ხან იხსნება, ხან არა.

გვარამიამ მანამდე, 24 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ტელეკომპანიის კომპიუტერები გახდნენ ჰაკერული შეტევის სამიზნეები.

როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, შეტევა გუშინ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მისი შეჩერება ტელეკომპანიამ შეძლო, შეტევის მცდელობები დღესაც [24 ოქტომბერი] შეინიშნება.

“ნეტგაზეთმა” კითხვით მიმართა შსს-ს, დაიწყეს თუ არა აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი