ახალი ამბები

ანონსი 2 მაისი

2 მაისი, 2014 • • 1681
ანონსი 2 მაისი

10:00საათზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში კახეთის გუბერნატორთან და თელავის რაიონის გამგებელთან შეხვედრას გამართავს.


10:00 “ბომონდ გარდენში” გაიმართება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შექმნილი „სამოქალაქო დარბაზის“ მეორე სხდომა.ადგილი: პროფესიული კოლეჯი „იბერია“ მისამართი:  ქ.ქუთაისი ზ.ანჯაფარიძის ქ. 61

 

10:00  საქართველოს პარლამენტის ეორვნულ ბიბლიოთეკაში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კვლევის პრეზენტაცია. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან მჭირდო თანამშრომლობით ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი სახელწოდებით ,ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება სამშობლოში“


10:00 ქუთაისში სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნება. მისაღების გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები ბესო დევდარიანი და გრიგოლ გიორგაძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.


10:30 საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პირველ ღონისძიებას საქართველოში. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო “რედისონში”.


11:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ქუთაისში პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“მოინახულებენ და სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდებიან.მისამართი:  ქ.ქუთაისი ზ.ანჯაფარიძის ქ. 61


11:00 “პირველ პრესკლუბში” ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე და ირაკლი ვაჭარაძე პრეკონფერენციას გამართავენ. თემა: პრემიერ–მინისტრის მიერ 1 მაისის მთავრობის სხდომაზე სამოქალაქო კამპანიაში „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ ჩართული ორგანიზაციების მისამართითგაკეთებული განცხადება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი


11:30 “პირველ პრესკლუბში” ტრანსგენდერი ზიზი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ლგბტ-ის უფლებებზე და მათიუფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრებს.წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.


11:30  პრაიმტაიმის პრესკლუბში, კოალიცია „ერთსულოვნება“ და საქართველოსvგვარის წინამძღოლთა დარბაზი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს


12:00  პრაიმტაიმის პრესკლუბში, პრესკონფერენციას გამართავს ჟურნალისტური გამოძიების კლუბი თემა:საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შექმნილი მდგომარეობა;ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის დაზიანების

რეაბილიტაციისთვის გაფლანგული 47 მილიონი. 


12:00 “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი ირმა ჭკადუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ანტიდისკრიმინაციული კანონი.მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.


12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში, პრესკონფერენციას გამართავს ადამიანის უფლებათა ცენტრი თემა: პატიმართა ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი ფაქტები, პრესკონფერენციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა ცემისა და არაადამიანური მოყრობის ახალ ფაქტებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრება ერთ-ერთი მსჯავრდებულის მეუღლე, ლიკა ყაზბეგი.


13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში, კომპანია RMG-ის კომერციული დირექტორი სოსო ცაბაძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კომპანია RMG-ი მარინე მიზანდარს მიზანმიმართული საბოტაჟის წინააღმდეგ.


13:00 სახალხო დამცველი პანკისში ჩავა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრება და ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მოინახულებს.


13:00“პირველ პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ალასანიას მიმართვა ნატო-ს.


13:00 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: განათლების საერთაშორისო ცენტრი.


14:00 “პირველ პრესკლუბში” საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორი,გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ”.


15:00პირველ პრესკლუბში” ლიკა ყაზბეგის ოჯახი, მისი მეუღლის გიორგი ჯელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.









 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი