ახალი ამბები

ირაკლი ალასანია ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

1 მაისი, 2014 •
ირაკლი ალასანია ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

ირაკლი ალასანიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში გაწევრიანებისადმი აქტიური მხარდაჭერისათვის. ასევე, თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

 

ირაკლი ალასანია ჯოზეფ ბაიდენი
ირაკლი ალასანია ჯოზეფ ბაიდენი

თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის პოლიტიკა რეგიონში. ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა აშშ-ისა და ევროპის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისა და არსებული გამოწვევების გამკლავებისათვის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისა და ამ კუთხით აშშ-ის აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობას.

 

საუბრისას მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში თავდაცვის რეფორმების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთში ნატოს ISAF-ის მისიაში კონტრიბუციისათვის. საუბრისას ასევე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.

მასალების გადაბეჭდვის წესი