ახალი ამბები

რ2-ის კომპიუტერები ჰაკერული შეტევის სამიზნეები გახდნენ – ნიკა გვარამია

24 ოქტომბერი, 2018 • 3727
რ2-ის კომპიუტერები ჰაკერული შეტევის სამიზნეები გახდნენ – ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის კომპიუტერები ჰაკერული შეტევის სამიზნეები გახდნენ. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, შეტევა გუშინ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მისი შეჩერება ტელეკომპანიამ შეძლო, შეტევის მცდელობები დღესაც [24 ოქტომბერი] შეინიშნება.

ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ჰაკერულ შეტევას.

“ვირუსი ძირითადად, ქსელურად გაჰყვა ყველა კომპიუტერს, მაგრამ ძირითადი სამიზნე ორი კომპიუტერი გახდა. ერთი ჩემს სახელზეა, რომელსაც ამ დროისთვის მე აღარ ვიყენებ, ხოლო მეორე – ნოდარ მელაძის. როგორც ჩანს, შეტევის დროს IP-ს იდენტიფიცირება მოხდა და სწორედ ამიტომ ეს ორი კომპიუტერი გახდა მთავარი სამიზნე”, – ამბობს ის.

გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ ჰაკერული შეტევა ტელეკომპანიის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერების გამო დაიწყო. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რ2 პოლიციას არ მიმართავს, რადგან სახელმწიფო უწყებას უნდობლობას უცხადებს.

ბოლო პერიოდში ტელეკომპანია რუსთავი 2 პერიოდულად აქვეყნებს ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც “ომეგას” საქმესა და მირზა სუბელიანს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი