ახალი ამბები

ივანიშვილს ინტერვიუ საკუთარ თავთან თვითონ მიჰყავს

23 ოქტომბერი, 2018 •
ივანიშვილს ინტერვიუ საკუთარ თავთან თვითონ მიჰყავს

ბიძინა ივანიშვილს თვითონ მიჰყავს ინტერვიუ, რომლის განმავლობაშიც სამი ჟურნალისტი უსვამს კითხვებს.

ივანიშვილმა თვითონ დაიწყო შესავალი სიტყვა და თვითონვე იკისრა მოდერატორის როლი რუსთავი2-ის, ტვ პირველისა და ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებთან.

ივანიშვილმა პირველ სამ წუთში მოასწრო, ზოგადად, ჟურნალისტების გაკრიტიკება და ორჯერ გაიმეორა, ზოგიერთი ჟურნალისტი კითხვასაც ვერ სვამსო.

მან განაცხადა, რომ სხვა ჟურნალისტებსაც შეხვდება.

ივანიშვილის თქმით, დღევანდელ გადაცემაში ჟურნალისტებს სამ-სამი კითხვის დასმის საშუალება ექნებათ.

ივანიშვილმა 22 ოქტომბერს თვითონ მიიწვია ინტერვიუს მისაცემად სამი ყველაზე რეიტინგული არხის მთავარი პოლიტიკური ტოკშოუების წამყვანები — ინგა გრიგოლია, გიორგი გაბუნია და ირაკლი ჩიხლაძე.

მიწვევას დათანხმდა ჩიხლაძე “იმედიდან”, თუმცა გრიგოლიას და გაბუნიას ნაცვლად, ტვ პირველიდან და რუსთავი2-დან დიანა ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი