ახალი ამბები

პრეზიდენტმა 36 სამხედრო მოსამსახურე გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

30 აპრილი, 2014 • • 1096
პრეზიდენტმა 36 სამხედრო მოსამსახურე გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ჯარისკაცების წვლილი საერთაშორისო მისიებში და ის გმირები გაიხსენა, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირეს თავი.

 

„სამშობლო, ღირსება, ერთგულება – ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ საქმით. ერთგულად დგახართ რა ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე, თქვენ უზრუნველყოფთ სახელმწიფოს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის აუცილებელ და უმთავრეს პირობას – მშვიდობას… მოწიწებით ვიხრი ქედს სამშობლოსათვის თავდადებული ყველა გმირის ხსოვნის წინაშე. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, სიკვდილის შემდეგ 36 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

 

შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პირველმა პირმა დღეს მოაწერა ხელი.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი