რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქერჩის აფეთქებაში ეჭვმიტანილი 22 წლის სტუდენტია. RIA-ის ინფორმაციით მან თავი ადგილზე მოიკლა.
როგორც გამოცემა სამთავრობო უწყებებზე დაყრდნობით წერს, ეჭვმიტანილმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით, სასწავლებლის შენობის მეორე სართულზე მოიკლა. ის ამავე კოლეჯის მე-4 კურსის სტუდენტი იყო.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, ტექნიკურ კოლეჯში აფეთქება დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. როგორც BBC იუწყება, აფეთქების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა. ყირიმში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს. ამავე გამოცემის მიხედვით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან