ახალი ამბები

წულუკიანი: არჩევანი კეთდება ურნასთან, არჩევანი არ კეთდება კვერცხით და მუშტით

25 აპრილი, 2014 •
წულუკიანი: არჩევანი კეთდება ურნასთან, არჩევანი არ კეთდება კვერცხით და მუშტით

“ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, შსს–ს დაავალა კომისიამ, რომ დაინტერესდეს ამ საქმის დეტალებით და როგორც პოლიციის, ასევე, სასამართლოების მიდგომა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ამ საქმეზე სანქციები იყოს პროპორციული. ის არაცივილიზებული ფორმა, რაც მიიღო ყვარელში მომხდარმა მოვლენებმა, თუ თელავში მომხდარმა მოვლენებმა ნიშნავს იმას, რომ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, უნდა დაისაჯოს. მთავარია, რომ მოსამართლის სასჯელი იყოს თანაზომიერი, არც მეტისმეტად მსუბუქი და არც მეტისმეტად მძიმე”, – განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

რაც შეეხება გამგებლის იმპიჩმენტის საკითხს, მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდისა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

 

“ჩვენ, ყველას ახსოვს, გავეცით რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ყველანაირი იმპიჩმენტის პროცედურა ყოფილიყო შეჩერებული, ეს წესი ამჟამადაც მოქმედებს, დღეს ამ წესისგან გადახვევა მოხდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. რგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევებთან ადმინისტრაციული წესით.”

 

წულუკიანმა განმარტა, რომ პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ არ მოხდეს მოწმის თუ ბრალდებულის სახით პირის დაკავება ან დაკითხვა, თუ ის პოლიტიკური ფიგურა ან პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირია, მხოლოდ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ეხება:

 

ბატონი ქევხიშვილი ერთ–ერთ სისხლის საქმეში არის და ამაზე ვრცელდება მორატორიუმი, მაგრამ დღევანდელი მოვლენები დაკავშირებული არაა სისხლის სამართლის საქმესთან და ეხება ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევას, ამიტომ პრემიერის მორატორიუმი ამაზე ვერ გავრცელდება”, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი