ახალი ამბებისამართალი

ფაშისტური მოძრაობის ლიდერს სასამართლოში 15-მდე ადვოკატი იცავს

17 ოქტომბერი, 2018 • 12879
ფაშისტური მოძრაობის ლიდერს სასამართლოში 15-მდე ადვოკატი იცავს

საქართველოში მოქმედ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციის ლიდერ გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 15-მდე ადვოკატი იცავს.

ჭელიძის წინა სასამართლო სხდომა დღეს უნდა გაიმართოს.

ჭელიძის ადვოკატები სასამართლოში

ადვოკატები მოსამართლეს პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანას სთხოვენ, სადაც ყველა მათგანი მოთავსდება. სასამართლოში სიტყვის წარმოთქმას ყველა ადვოკატი აპირებს.

განახლება – მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების თხოვნა და პროცესი თბილისის საქალაქო სასამართოს ყველაზე დიდ დარბაზში გადაიტანა.

“ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს. თუ საჭირო იქნება, დავრეკავ ადვოკატის ასოციაციაში, პროფკავშირებში და კიდევ ბევრ ადვოკატს მოვიყვანთ. ეს იმიტომ, გიორგი ჭელიძის დაკავებით საქართველოს ეროვნულობა საფრთხეშია,” – განაცხადა ადვოკატმა გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ ამდენი ადვოკატი სასამართლოში “სააკაშვილის დასაცავად არ მივა”.

სასამართლოს დაწყებამდე ჭელიძის მხარდამჭერებმა აქციაც გამართეს.

გიორგი ჭელიძე პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჭელიძე ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

შენიშვნა – სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჭელიძეს 15-ზე მეტი ადვოკატი დაიცავდა. სასამართლოში გაირკვა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება 12-ს ჰქონდა, მოგვიანებით მათ კიდევ ერთი დაემატა. ამიტომ სტატიის სათაური შეცვლილია.

ვინ არიან ისინი, ვინც სამოქალაქო გვარდიის შექმნით იმუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი