ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს, რომ ამ აქციით თვითმმართველობა აფიქსირებას დაინტერესებას, როგორც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, ასევე სურვილს ჩართული იყოს საერთაშორისო პროცესებში:
“ინფორმაციას მიწოდება ხდება, ჩვენი სამსახური ატარებს ლექციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რამდენიმე თვესი დედები გახდებიან. არის ამ ინფორმაციის მიწოდება და ასევე პროგრამით გათვალისწიენბული საცურების გადაცემა ხდება, რომ შემდეგ ბავშვების აღზრდაში გამოადგეთ ეს ლიტერატურა.”
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი კონსტანტინე გვეტაძე ამბობს, რომ დღევანდელი აქციის მიზანი იმუნიზაციის პოპულარიზაცია არის:
“აქციის მიზანი იმუნიზაციის პოპულარიზაცია არის. ჩვენ ვახდენთ მომავალი დედებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რამეთუ ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება ძალიან ბევრი მართვადი დაავადების თავიდან ასაცილებლად. სწორად ჩატარებული იმუნიზაცია იმის საწინდარია, რომ ჩვენი შვილები იყვნენ დაცული. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების და ქალაქის მერიის მიერ მათ გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მათთვის მოამზადა სამახსოვრო ფლაერები, აცრების, იმუნიზაციის ბარათები და ეს ყველაფერი ემსახურება პოპულარიზაციას.”