ახალი ამბები

“საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და ქუთაისის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

24 აპრილი, 2014 • • 1392
“საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და ქუთაისის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკა გიგაურის თქმით, საქმე ეხება ძალიან წარმატებულ პროექტს, რომელიც სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც ხორციელდება:

 

შოთა მურღულია და ეკა გიგაური
შოთა მურღულია და ეკა გიგაური

“პროექტი გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ჩართული იმ საკითხებში, რაც შეეხება მისი ქუჩის შეკეთებას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც მის სამეზობლოში შეიძლება იყოს. ჩვენ შემოგვაქვს ელექტრონული მმართველობის სისტემა. აღარ იქნება საჭირო, რომ მოქალაქე მოვიდეს მერიაში და შეატყობინოს მის დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ. ის შევა ვებგვერდზე, რომ მონიშნოს ის პრობლემა და ის ადგილი რუკაზე, ხოლო ამის შემდეგ მერიის შესაბამისი სამსახურები კონკრეტულ რეაგირებას მოახდენენ. ეს ძალიან პროგრესული პროექტია და ბევრ ქვეყანაში ხორციედლება. ის, რომ ქუთაისის მერია გარკვეულწილად გადადის ელექტრონულ მმართველობაზე, ძალიან კარგია.”

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი  შოთა მურღულია აცხადებს, რომ მსგავსი მემორანდუმის გაფორმება წინგადაგმული ნაბიჯია:

 

“ყველა წარმატებული ქვეყანა გადადის ელექტრონული მმართველობის ფორმებზე და ძალიან კარგია, რომ ამ ქალაქშიც იგეგმება ეს ყველაფერი. ჩვენ დავიწყებთ ამ პროგრამას, შეიძლება მცირედი ცვლილებები იყოს განსახორციელებელი. ჩვენ რეალუად გვსურს, რომ ეს მექანიზმი ეფექტური იყოს და კიდევ ერთი ფაქტორი იყოს იმისა, რომ მოსახლეობა ქალაქის მართვაში ჩაერთოს და  მათ მიერ დასმული პრობლემები იყოს პრიორიტეტული.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი