ახალი ამბები

26 მაისის ღონისძიებების ორგანიზებისთვის სამთავრობო კომისია შეიქმნა

23 აპრილი, 2014 • • 1341
26 მაისის ღონისძიებების ორგანიზებისთვის სამთავრობო კომისია შეიქმნა

კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ელგუჯა ხოკრიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ვარლამ ავალიანი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სპორტთსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

26 მაისისადმი მიძღვნილი რონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ბიგვავა, აკაკი ჩხენკელი- მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

დაშვებული დროშა/ ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
დაშვებული დროშა/ ფოტო: იუსტიციის სამინისტრო

კომისიამ მიწვევა გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად ძიძიგურს კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისთვის. ასევე, კომისიის საქმიანობაში საჭიროებისამებრ ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, აღნიშნულია მთავრობის 17 აპრილის გადაწყვეტილებაში.

 

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სამი წელიწადი იარსება. მისი დამოუკიდებლობა 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაასრულა. 26 მაისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაა მიჩნეული და ეროვნული დღესასწაულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი