2018 წლის იანვარ-სექტემბერში, ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 25.7 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20,8 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის განცხადებით, ექსპორტი 2.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 6.7 მილიარდი აშშ დოლარი (19.1 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4.2 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.