“საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა. შესაბამის განკარგულებას (N17/04/01) ქვეყნის პირველმა პირმა უკვე მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც შეწყალებულია 95 მსჯავრდებული. პრეზიდენტის განკარგულება გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

