ცვლილებების მიხედვით, “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონს ემატება 12¹ მუხლი, რომლითაც მოხდება ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

 

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს- ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს.

 

საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

 

ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები, საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებენ და განახორციელებენ ღონისძიებებს ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლინებისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანი, რომლის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა, “გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონში ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსებაა. 

 

 

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *