ახალი ამბები

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

17 აპრილი, 2014 •
პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს რამდენიმე უკვე მოქმედ კანონში, ასევე, “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კანონის” მიღებას, რომელიც დისკრიმინაციის არსს განმარტავს:

“კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს  კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას.

 

კანონპროქტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

 

კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია.

პარლამენტი
პარლამენტი

კანონპროექტი დისკრიმინაციას კრძალავს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში”, – ნათქვამია “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კანონპროექტში.

ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა სხხვადასხვა ნიშნის საფუძველზე ისჯება ჯარიმით ან გამასწორებული სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე. იურიდიული პირი კი ამ მუხლის დარღვევისთვის ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით დაისჯება. შესაძლებელია მოხდეს მისი დაჯარიმება. რასობრივი დისკრიმინაცია 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

“კანონპროექტის მიღების მიზეზია არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონდმებლობის არაეფექტურობა. დისკრიმინაციის ამკრძლავი ნორმების აბსოლუტური უმრვლესობა ცალკეული გამონაკლისების გარდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დებულებებს შეიცავს და მათი დარღვევების სამართლებრივ შედეგებს არ ითვალისიწნებს. შესაბამისად, ვერ ხორციელდბა დისკრიმინაციის ამკრძლაავი ნორმების, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის პრაქტიკის იმპლემენტაცია. მოქმედი კანონმდებლობით, სათანადოდ არ არის განზღვარული დისკრიმინაციის მსხვერპლისათვის დარღვეული უფლების აღგდენისა და შესაბამისი რეპარაციის მიღების შესაძლებლობები”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ კანონპროექტს არაეფექტურად მიიჩნევენ, რადგან კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, ინიცირებულ ვარიანტში საუბარი აღარ არის სპეციალური ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნაზე, რომელსაც მოქალაქეების დაჯარიმება შეეძლებოდა. 


ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ევოკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი ნაწილია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი