“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული “ქართუ” ბანკისგან კრედიტის სახით 1 000 000 ლარის მიღებას ითხოვს.
“გირჩმა” ამის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბრის საღამოს გაავრცელა.
1 ოქტომბერს “ქართუსგან” ამავე რაოდენობის სესხი მიიღო “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.
“[ზურაბიშვილი] კანდიდატი არის, კანდიდატი ვარ, არჩევნებში იღებს მონაწილეობას, არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. მილიონი მისცეს, მილიონი მომცენ”, — ამბობს კანდიდატი.
ჯაფარიძის ცნობითვე, ბანკი დაჰპირდა, რომ განიხილავენ მის თხოვნას.
საარჩევნო კოდექის 56-ე მუხლის გათვალისწინებით, თუკი კანდიდატი არჩევნებში ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მილიონ ლარს მიიღებს ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისათვის გაწეული ხარჯების დასაფარად.